18:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 19:46:46, 707 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე - ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის

„ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის“, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას და მის პარტიას მომავალი არ და ვერ ექნება.

„ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული არც მეტი არც ნაკლები პარლამენტში შეღწევის მცდელობისთვის.

ეს არის მძიმე, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდანაა ჩადენილი და ის რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში.

ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიებს მომავალი არ და ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics