|
2021-06-09 13:45:50, 1061 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა
სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. შენობაში შეიცვალა კარ-ფანჯარა, ელექტრო და სანიტარული კვანძები, გაილესა შენობის შიდა და გარე კედლები, მოეწყო გათბობის სისტემა, დასრულების პროცესშია ჭერის და მეტლახის, კაფელის დაგება. ამჟამად მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები და კეთილმოეწყობა ეზო. აღნიშნული საბავშვო ბაღის სამუშაოებს სს „სამშენებლო ტრესტი #3“ ახორციელებს, მისი ღირებულება 284 988 ლარია. მშენებლობა, რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. განახლებული შენობა 7 სოფლის აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მათგან 4 სოფელი მაღალმთიანია, 5 კი გამყოფი ხაზის პირა. მუნიციპალიტეტში ამჟამად სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების პროცესშია, ხოლო სოფელ ზემო რენეში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. #სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)