19:29 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 14:43:51, 827 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდაზე - დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს

დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ  საპატრიოარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხზე შეთანხმება მოხდება და სახალხო დამცველს მონიტორინგის საშუალება მიეცემა.

„კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. საქართველოს ყველა ბავშვი დაცულია ამ უფლებით. რაც შეეხება სახალხო დამცველს, აქვს უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში სადაც განტავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები. მე დიდი იმედი მაქვს, საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და ვფიქრობ, პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე შეთანხმებას. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე არის დაწყებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics