|
2021-05-28 18:22:23, 878 ნახვა
რეგიონი
დღეს, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსის „თაიმის“ გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
დღეს, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსის ,,თაიმის“ გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე, ჟიურის წევრები, მერიის განათლების, კულტურის, სპორტი, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუკეთესო ათეული სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. კონკურსის მიზანს, მოსწავლეებში ჟურნალისტური ხედვის განვითარება, ინტერვიუს აღება, ჟურნალისტური წერის მანერის შესწავლა, კითხვების შედგენის პრინციპი, ვიდეო სიუჟეტების გადაღების პრაქტიკის შესწავლა წარმოადგენდა. ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსი, მუნიციპალიტეტის მერიისა და შუახევის რესურსცენტრის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)