|
2021-05-28 18:09:39, 645 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება
აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება. იზრდება ფრენების რაოდენობა განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც რეგიონს უკვე სტუმრობს ტურისტები ბელარუსიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან. ივნისიდან, კი ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს ავიაკომპანიები LOT Polish Airlines „ვარშავა - ბათუმი - ვარშავა“, Ukraine International Airlines „კიევი - ბათუმი - კიევი“, ასევე Fly Dubai „დუბაი-ბათუმი-დუბაი“ და Air Arabia „შარჟა-ბათუმი-შარჟა“. აპრილის თვის მონაცემებს თუ ავიღებთ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს არსებული ფრენების 60% უკვე აღიდგინა და ეს პროცესი გრძელდება. არსებული მონაცემებით, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 25-მდე ავიარეისი ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყახახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან. 1 ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრებიც, რაც საშუალებას მისცემს მოგზაურებს საქართველოში შემოვიდნენ მეზობელი ქვეყნებიდან და მათი გავლით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)