|
2021-05-19 11:57:12, 676 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყვნენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 198.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი - 159.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 152.2 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი - 490.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 316.6 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი - 227.0 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - 594.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 476.2 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი - 425.6 მლნ. აშშ დოლარით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)