|
2015-02-01 10:41:18, 790 ნახვა
საზოგადოება
ჭიაურელისა და ჭოხონელიძის ქუჩებზე გზის სარებილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებისა და გიული ჭოხონელიძის ქუჩასა და ჩიხში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანიას თქმით, ჭიაურელის ქუცაზე შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა, დაიდგა წყლის მრიცხველები, მოეწყო საფუძველი და დაიგო ასფალტის ქვედა ფენა. მისივე თქმით, ქუჩის ერთ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარის ზედა ფენაც, მეორე ნაწილზე კი ახლა მიმდინარეობს დაგება, რის შემდეგაც ქუჩა ჩაბარდება მოსახლეობას. ჭიაურელის ქუჩის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის თებერვალში დასრულდება. 3 330 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გერლი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 270 000 ლარია. გული ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთება 2015 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება, სულ 5 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოებს კომპანია „ენკი“ აწაერმოებს. რეაბილიტაციის ფარგლეში უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტერიტორიის ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი. დარჩენილია ერთი ნაწილის საფუძვლის მოწყობის, ასფალტის ფენებისა და ბორდიურის მოწყობის სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)