13:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 17:40:18, 431 ნახვა

სამართალი
თბილისის „გეზში“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი”, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის დეკლარანტის მიერ, წინასწარ დეკლარირებული იქნა ავტონაწილები და სარეკლამო საქონელი.

საბაჟო დეკლარაციას, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა და დაექვემდებარა შემოწმებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობა - 22 882,16 ლარის ოდენობით დაფიქსირდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics