13:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 17:01:47, 672 ნახვა

სამართალი
ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულებს და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics