21:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 22:40:17, 775 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - გარანტირებულია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე იყოს ოპოზიციიდან

„გარანტირებულია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე იყოს ოპოზიციიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება პროფესიული ნიშნით შერჩეული.

„შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, „ქართული ოცნება“ რჩება ერთგული ამ შეთანხმების.

საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე ცესკოს თავმჯდომარის, ეს იქნება გარანტირებული.

მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული.

ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია, ვფიქრობთ, რომ დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები.

დანარჩენ საკითხებს გადავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics