|
2021-05-13 13:49:47, 2006 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაიწყება
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაიწყება. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული ვაქცინა 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში გამოიყენება და მას შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით. „ეს საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე. „სინოვაკი“ არის მეორე ჩინური ვაქცინა, რომლითაც ჩინეთი გადის საერთაშორისო ასპარეზზე. ისე კი, ჩინელებს მეტი აქვთ, რომელსაც შიგნით, ეროვნულ დონეზე იყენებენ, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ორი ვაქცინა გამოიყენება. ამ ვაქცინის 100 000 დოზა ჩინეთმა აჩუქა საქართველოს. ამ ვაქცინით უკვე აცრილია 100 მილიონზე ბევრად მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში. ეს გახლავთ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში. აქვს შეარებად ნაკლები გვერდითი მოვლენები სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან და დიდი ალბათობით, რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და დიდი ალბათობით, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)