|
2021-05-11 16:03:51, 1876 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ადრეული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე გამოყენების საკითხის მთავრობასთან განხილვას. „მოგეხსენებათ, „სინოვაკის“ 100 000 დოზა ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით ჩინეთის მთავრობისგან. ჯერჯერობით „სინოვაკის“ გამოყენება არ ხდება, რადგან არის დათქმა, რა პირობითაც ქვეყანაში „სინოვაკი“ შემოვიდა. იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის „სინოვაკთან“ მიმართებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა არის სტრატეგიული ექსპერეტბის ჯგუფის შუალედური, ძალიან კარგი, დადებითი დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამომდინარე იქედან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციის საბჭომ, ასევე ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ ორივემ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების შესახებ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ეს მოხდება თვის ბოლოსთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)