|
2021-05-11 10:21:34, 806 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება
წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული" სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შემდეგ, მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, რაც პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო. „ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის 4%-იანი ზრდის ტრენდი აპრილში კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ბიუჯეტში გვაქვს განსაზღვრული - 4.3 პროცენტი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე არის რეალისტური", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ ეკონომიკური ზრდის დინამიკა წლის განმავლობაში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, ესაა პანდემია, სწორედ ამიტომ, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)