|
2021-05-04 18:59:39, 4320 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპის წამლის სააგენტომ „სინოვაკის“ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ხარისხის განხილვა დაიწყო
ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის განხილვა დაიწყო. სააგენტო ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური ცდების წინასწარ შედეგებს გაეცნობა. „კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინა ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც კორონავირუსს ებრძვის და დაავადებისგან დაცვა შეუძლია. ევროპის წამლის სააგენტო შეაფასებს ვაქცინის ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და ხარისხს“, - ნათქვამია განცხადებაში. „სინოკაკმა“ სხვადასხვა კვლევებში ეფექტურობის განსხვავებული მაჩვენებელი აჩვენა, რომელიც 51-დან 82%-მდე მერყეობს. ის ჩინური წარმოების სამ სხვა ვაქცინასთან ერთად ჩინეთის მარეგულირებლის მიერ არის დამტკიცებული, თუმცა დასავლელ კოლეგებთან შედარებით, ჩინეთში მას ეფექტურობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)