|
2021-04-29 17:08:32, 926 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის და Visa-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის „თიფის“ დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი
თიბისის და ვიზას ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლები მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების ნიშნად, ე.წ. „თიფის" დატოვებას უკვე ბარათებით შეძლებენ. პოს-ტერმინალებს ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. შესაბამისად, სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კაფეებში თიფის დატოვება ნაღდი ფულის ნაცვლად, უკვე მარტივად, ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. ამისათვის კი მხოლოდ ბარათის თიბისის ტერმინალზე დადებაა საჭირო. „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მომხმარებლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ისეთ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ, რაც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. აქამდე, რესტორნებსა თუ კაფეებში მადლიერების გამოსახატად, მომსახურე პერსონალისთვის თიფის დატოვება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. სიახლის დანერგვით, გვინდა, ბინზესების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს პროცესები მაქსიმლურად გავუმარტივოთ და თავიდან ავარიდოთ ის უხერხულობა, რაც ნაღდი ფულის არ ქონამ შესაძლოა გამოიწვიოს", - თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის ლიდერი. ფუნქციონალის გააქტიურება ბიზნესების წარმომადგენლებს სრულიად უსასყიდლოდ, დისტანციურად შეუძლიათ. ბარათით თიფის გადახდა უკვე 200-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)