|
2021-04-20 20:22:32, 581 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - კინკლაობის დრო აღარ არის, ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ამნისტიის კანონი კი ერთი კვირის მანძილზე უნდა დარეგისტრირდეს
„კინკლაობის დრო აღარ არის, ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ამნისტიის კანონი კი ერთი კვირის მანძილზე უნდა დარეგისტრირდეს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ იმავე სიჯიუტით, როგორიც ბოიკოტზე ჰქონდათ, „ქართული ოცნება“ უნდა აიძულონ რეფორმები გაატაროს. „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ექვსი თვის მანძილზე ძალიან გაფაციცებით უყურებდნენ პროცესს და დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება. მე გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, რომ ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს ნუ დავიწყებთ და ლანძღვა-გინებაზე ნუ გადავლთ, რაც გვიჭირავს ხელში და გვიჭირავს ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებაზე და იმპლემენტაციაზე გვქონდეს საქმე. ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი. ველოდებით შეწყალებას გიორგი რურუასი. ამაზე გვქონდა საუბარი. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი. ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ეს ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მგონი, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ვთხოვ, რომ ინტერპრეტაციების დრო ამ შეთანხმებაზე აღარ არის. პირადად მე ვმუშაობდი შეთანხმების ტექსტზე კოლეგებთან ერთად, დაზუსტებით გვაქვს ყველაფერი გავლილი. ქვეყანაში არის მართლა მილიონი მშიერი ადამიანი, უმუშევრობა, კორონავირუსით ხალხი იხოცება და უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა. ახლა დრო დადგა, ეს ფურცელი გადავშალოთ და ზუსტად ისე ჯიუტად, როგორც ბოიკოტზე ვიყავით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ბევრი რეფორმა გატარდეს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)