|
2021-04-19 20:48:37, 4436 ნახვა
ომი უკრაინაში
ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა. აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან, მაქსიმუმ 3 სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმება“ - მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. პორტალის ამოქმედების მიზანი ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)