|
2021-04-17 14:55:36, 853 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევებიდან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. როგორც ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, შეინ როზენტალს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, მასშტაბური ღონისძიება, რომლის მასპინძელი ქვეყანა 2021 წელს საქართველო იყო მომავალში, პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება. მხარეებმა მიმოიხილეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. ADB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკსა და საქართველოს შორის კვლავ დინამიურად განვითარდება. ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს ქვეყანას როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის. როგორც მან აღნიშნა, რომ არა გლობალური პანდემია და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, პოსტპანდემიურ პერიოდში, თბილისი შეძლებს ღირსეულად და მასშტაბურად უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულების მხარდაჭერას.
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)