|
2021-04-16 12:00:52, 704 ნახვა
რეგიონი
ბათუმთან ახლოს ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება
ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალი ველობილიკების მონიშვნას ბათუმიდან 20 წუთის სავალზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გეგმავს. ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება, რომელიც ველოსიპედისტებს საშუალებას მისცემს ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბნენ. „ავგია-კვარიათი“-ს 4,5 კილომეტრიანი ველობილიკი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან იწყება და ზემო კვარიათის გავლით ზღვასთან ახლოს კვარიათში სრულდება. ბილიკიდან ველოსიპედისტების თვალწინ ბათუმის, გონიო-კვარიათისა და ზღვის ხედები იშლება. რაც შეეხება, მეორე „ავგია-ჭარნალი“-ს ველომარშრუტს ის ავგიიდან ჭარნალის ხეობას მიუყვება, მდინარისა და ტყის საფარის გავლით კი სოფელ ჭარნალში სრულდება. სოფელში მრავლადაა კვების ობიექტები და ღვინის მარანი, რაც მოგზაურებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ველომარშრუტების მარკირებას ზაფხულის დასაწყისისთვის დაასრულებს. ამავე პერიოდისთვის იგეგმება ქედა-შუახევის დამაკავშირებელი საველოსიპედე-საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც. შედეგად, ზაფხულში რეგიონის სტუმრებს 3 ახალ ველომარშრუტზე შეეძლებათ მოგზაურობა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)