02:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 14:31:05, 679 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში 17-მდე კლასტერია და ყველა წვეულებასა და სუფრას უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რადიკალური ზომების მიღებისა და რეკომენდაციების შესრულების გარეშე, შესაძლოა დაიწყოს საყოველთაო გავრცელება.

მანვე დასძინა, რომ 17-ვე კლასერი წვეულებებსა და სუფრებს უკავშირდება და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავოს წვეულებებისგან.

„17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რკეომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება. 17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია დაიწყო წვეულებებიდან და სუფრებიდან, აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, მოვითინოთ და თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი გვაქვს, რომ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას და მაშინ, ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია. თუ აპრილსა და მაისს, დაახლოებით ამ მასშტაბით ეპიდსიტუაციით გავივლით, ივნისში შევალთ უფრო დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია აღარ გაუარესდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics