|
2021-04-02 15:14:56, 972 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი პოზნერის ვიზიტის დროს გამართულ აქციას ამაზრზენსა და მიუღებელს უწოდებს
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პოზნერის ვიზიტის დროს გამართულ აქციას ამაზრზენსა და მიუღებელს უწოდებს. როგორც მან აღნიშნა ქართველი ერი ტრადიციებზე აღიზარდა და ტრადიციები ხოშტარიებსა და მაქარაშვილებს არ უნდა დავანგრევინოთ. „თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებას, ჩვენს ხასიათს, ტრადიციებს და ზნეობას. ძალიან საყურადღებოა აფხაზების განცხადებები, რომ ამ ყველაფერზე აფხაზები მიგვანიშნებენ. ჩვენ ამაზრზენი სანახაობა ვიხილეთ სასტუმრო „რუმსთან“, „ვინოტელთან“ და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ტრადიციებზე აღვიზარდეთ და ვის ანგრევინებთ ამ ტრადიციებს, ხოშტარიებსა და მაქარაშვილებს? ჩვენ გვაკარგვინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი, ამ ჯგუფის წინა პლანზე, გავრილოვის ეპიზოდშიც ასე ვნახე და პოზნერთან დაკავშირებითაც ასე იყო, ჩვენ ვიხილეთ ხოშტარია, სამადაშვილი, კანდელაკი და ვინმე მაქარაშვილი. ეს ხალხი ვინ არის? დიდი ხანია, ეს ხალხი ქართველები აღარ არიან. ვერც ამერიკელები გახდნენ და ქართველობაც დიდი ხანია, დაკარგეს. ეს არის სრულიად მონური ფსიქოლოგიის ხალხი, ვინც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს. ჩვენ საქმე გვაქვს არაჯანსაღი და დაავადებული აზროვნების ხალხთან. როცა იქამდე დაეცემი, რომ თუნდაც შენთვის მიუღებელ ადამიანებს დაუყრი ღორის საკვებს, როცა იქამდე დაეცემი, რომ ახტები გრიბოედოვის ძეგლზე და დააზიანებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს, ამათ ჰგონიათ, რომ ამ ქმედებით საქართველოს აერთიანებენ. ისე უნდა მოქმედებდე, ომშიც ისე უნდა იქცეოდე, რომ მოწინააღმდეგემ პატივი გცვცეს. კი არ აგიგდოს და დაგცინოს შენი უღირსი საქციელი გამო. ბევრი ეპიზოდი გვახსოვს ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქართველოში. შარვალს რომ ჩაიხდი, კაცი, რომ გქვია და შემდეგ შენს გაშიშვლებულ უკანალს ცხინვალს მიუშვერ, ამ ე.წ კაცებს რა ჰგონიათ, ქვეყანა ასე ერთიანდება? ამ ხალხს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ. ან რა ჰგონიათ, ამ „ხუილოს“ ძახილით. შე მართლა „ხუილო“, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ „ხუილოს“ ძახილით ქვეყანა ერთიანდება. როდემდე უნდა ვმოქმედებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)