12:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 16:28:29, 539 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: მთავრობას წარვუდგენთ ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს

„მთავრობას წარვუდგენთ ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე.

ხორბლის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.

„პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე, პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დღეისათვის, ხელისუფლების პოლიტიკით და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეგიონის მასშტაბით,  საქართველოში ხარისხიანი და ყველაზე იაფი პური იყიდება. თუმცა, არსებული საფასო პოლიტიკის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნება.

საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი, 0.35 აშშ დოლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics