05:30 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 02:22:38, 481 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ რომ მივაღწიეთ იმ უპრეცედენტო ხარისხს, რაც გვაქვს დღეს, ჯარის კვებაში ასეთი არასდროს ყოფილა

„ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მან ოპონენტების მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარისკაცების კვებაზე ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია.

„ეს, ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ პირად ინტერესებს. რაც შეეხება კვებას - ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ესეც ნეგატივში ჩაგვითვალეს. სხვა ტენდერებს რაც შეეხება კვებაზე, ეთერში რაც ვიხილეთ, ეს იყო შეწყვიტეს კომპანიებთან ხელშეკრულებები და დააჯარიმესო. ჩვენ რომ მივაღწიეთ იმ უპრეცედენტო ხარისხს, რაც გვაქვს დღეს ჯარის კვებაში ასეთი არასდროს არ ყოფილა,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტენდერებს ატარებს შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი და ბრალდებები იმის შესახებ, რომ თავდაცვის უწყებამ მკაცრი ხელი გამოიჩინა და კომპანიები დააჯარიმა, ლოგიკას აცდენილია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics