06:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:35:40, 366 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ საქართველოსა და ევროპის პორტებს შორის უფრო მეტი საბორნე მიმოსვლა ხორციელდებოდეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ შეაჯამა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თანმხლები დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრა მთლიანობაში იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგან განიხილეს მნიშვნელოვანი, რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის შავი ზღვის არეალში საბორნე მიმოსვლა საქართველოსა და ევროპას შორის.

„პრაქტიკულად, ეს არის ჩვენი საგზაო რუკა სამომავლო პერიოდში, თუ რა მიმართულებით განვითარდება ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი ეკონომიკური პროექტები.  საბჭოზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავ ზღვაზე კავშირურთიერთობების, ე.წ. „ქონექტივითის" თემას - ეს არის საბორნე მიმოსვლა ჩვენს პორტებსა და ევროპულ პორტებს, კერძოდ, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის პორტებს შორის" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით,  ევროკავშირი არის საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი (სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 23-24 პროცენტი უკვე მოდის ევროკავშირზე), რაც  საჭიროებს უფრო აქტიურ, რეგულარულ მიმოსვლას, პირველ რიგში კი, საბორნე მიმოსვლას.

„ევროპელმა მეგობრებმა აღგვითქვეს მხარდაჭერა იმაში,  რომ უფრო რეგულარული რეისები ხორციელდებოდეს და უფრო მეტი მიმოსვლა იყოს პორტებს შორის, რაც ნამდვილად გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics