09:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 15:52:53, 554 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან

 „ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც და ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ, ამ ეტაპზეც, ვფიქრობ, ძალიან დიდი, დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გავეცით პასუხები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან.

 „დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები - მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ  გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს", - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

 მისივე თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი  გეოლოგია და  რაღაც ქანებთან  დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც,  რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის"  შემთხვევაშიც,  დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.

„ასევე ფანტაზიის ნაყოფია  აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს - არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები  და  შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics