|
2021-03-04 13:13:28, 620 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის. ,,მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი საპრივატიზებო პოლიტიკის ეფექტურობა, მომიჯნავე დარგების გაძლიერება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კერძო სექტორთან ერთად უნდა შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა. აჭარას და ბათუმს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ აღვადგინოთ ეკონომიკა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პანდემიის მიუხედავად ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარებისთვის. მისი განცხადებით, უნდა გაძლიერდეს უფასო ხვნა-თესვის პროგრამა და თითოეულმა ფერმერმა უნდა შეძლოს ამ პროგრამით სარგებლობა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტუმრობისას თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის მართვის, სოციალური პროექტების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, სისტემამ შეძლო დიდ დატვირთვას გამკლავებოდა. თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სტუმრობისას, საუბარი შეეხო საკლასო ოთახებში სწავლის განახლების და სასწავლო პროცესში რეგულაციების დაცვის საკითხებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, კულტურა და სპორტიც აღდგება თანმიმდევრულად და ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)