|
2015-10-07 11:05:44, 737 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება, ოქტომბრიდან კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფს მიიღებენ
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ერთეულს არ აღემატება, ოქტომბრის თვიდან კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას მიიღებენ. ამის შესახებ ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "როგორც იცით, ისევე როგორც დედაქალაში, ასევე საქართველოს რეგიონებში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი. მოხდა მისი კორექტირება, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთეულს, მათ გარდა იმისა, რომ 2015 წლის იანვრიდან კომუნალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ისინი ოქტომბრის თვიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას, ხოლო რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ იმ სუბსიდიას, შესაბამისად თვეში 20 ლარის ოდენობით, რასაც ისინი თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე იღებდნენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)