16:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 19:15:18, 676 ნახვა

სამართალი
პროკურორი მელიას საქმეზე - ჩემს პრაქტიკაში, უფრო მეტად გამოყენებული იყო პატიმრობა

"ჩემს პრაქტიკაში, უფრო მეტად გამოყენებული იყო პატიმრობა, დამატებითი ღონისძიების გარეშე" - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა დაცვის მხარის კითხვას. საქმის მეორე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა.
მიხეილ სადრაძის თქმით, უცნაურია დაცვის მხარე პროკურატურას უფრო ლმობიერი შუამდგომლობისთვის აკრიტიკებდეს.
"ჩემს პრაქტიკაში უფრო მეტად გამოყენებული იყო პატიმრობა, დამატებითი ღონისძიებების გარეშე. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, სხვა დეპარტამენტს უნდა მიმართოთ, ვინც ანალიზს აკეთებს სისხლის სამართლის საქმეების.

მელიას ნაირი რანგის, ან ამ სახის დანაშაული პრაქტიკაში შეუძლებელია რომ ბევრი იყოს, რადგან ყოველ წელს არ ხდება ასეთი დანაშაული და ყოველ წელს ბრალდებულები არ გვყავს ასეთი მუხლით",- თქვა პროკურორმა ია დარჯანიამ.

მელიას ადვოკატების თქმით, ის, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, მელიას მიერ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დარღვევაზე პროკურატურას რეაგირება არ ჰქონია, სამაჯურის მოხსნის შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიების დამძიმება, პატიმრობის ნაცვლად, გირაოს თანხის გაზრდით მოითხოვა, ხოლო ახლა პატიმრობას ითხოვს, ბრალდების მხარის პოზიციის პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ცვლილებაზე მიუთითებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics