|
2015-10-06 13:16:56, 379 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: კარგი იქნებოდა ელჩი პრეზიდენტის ვიზიტის დროს ვაშინგტონში ყოფილიყო
საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ვაშინგტონში ყოფილიყო პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ გეგეშიძე ნიუ იორკში დარჩენილიყო. „პრემიერის და ასევე პრეზდენტის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძესთან მქონდა შეხვედრა და მე მას შევთავაზე, რომ პრეზიდენტის ცალკე ვიზიტის დაგეგმვა და მე მას მხარდაჭერა აღვუთქვი, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდი, ძალიან კარგი წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტი გაგვეკეთებინა. მე რა თქმა უნდა ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, ელჩი არჩილ გეგეშიძე ვაშინგტონში ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, პრემიერის შეხვედრების გრაფიკიდან გამომდინარე, მათ შორის გაეროს ფორმატის მიღმა შეხვედრებიდან, იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთანაც, მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რომ ელჩი ნიუ იორკში დარჩენილიყო და ამაში უკანონობის დანახვა ალბათ უფრო გადამეტებაა, რადგან ამაში უკანონო არაფერი ყოფილა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მინისტრის თქმით, ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება, მით უფრო სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის. „მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები მაქსიმალურად მეტი გავაკეთო იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს“, - განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)