|
2015-10-06 12:40:26, 433 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე არ იზიარებს განცხადებას, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გამქრალია
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე არ იზიარებს განცხადებას, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან არის გამქრალი. ბაქრაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ ცხელი კონფლიქტები თავიდან იქნას არიდებული. "რაც შეეხება რადარებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საკითხზე.პირველი-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შემცირდა 1 ქვეყნით, გაიზარდა და ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერა, ევროკავშირთან მიმართებაში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ჩვენ გვაქვს არსებით ღონისძიებათა პაკეტი ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენ წინ მივიწევთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი კონკრეტული მიღწევა და შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიზიარებ განცხადებას, რომ რადარებიდან საქართველო არის გამქრალი და ეს ხელს უშლის მისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. მნიშვნელოვანია, რომ ის შედეგები, რაც ჩამოვთვალე საერთაშორისო ასპარეზზე იქნა მიღწეული. რაც შეეხება რადარებს, თუ ის გულისხმობს ცხელ კონფლიქტებს, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცხელი კონფლიქტები საქართველოში თავიდან იქნას არიდებული",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ ძნელი იყო რადარებიდან საქართველოს გაქრობის თაობაზე არ დათანხმებოდა ამერიკული მხარის მოსაზრებას, როდესაც გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის პოლიტიკაზე საუბრისას ბარაკ ობამამ მხოლოდ უკრაინის მაგალითი მოიყვანა.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)