|
2015-10-06 11:07:00, 655 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი ფოთის მუზეუმს ეწვია
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ფოთის როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, კოლხური კულტურისა და ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზისა და ექსპოზიციების დათვალიერების შემდეგ ,დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა,რომ ფოთის მუზეუმში დაცული ისტორიულ-არქეოლოგიური მასალა საერთაშორისო დონისაა, წარმოადგენს უძველესი კოლხური კულტურის უნიკალურ ნიმუშებს და მსოფლიო არტე-ფაქტებს სტანდარტებს უთანაბრდება. „ ასეთი კულტურის კერას სჭირდება სახელმწიფოსგან მუდმივი მხარდაჭერა. მუზეუმი უნდა იქცეს რეგიონის ცენტრად, სადაც თავმოყრილი იქნება ძველი ცივილიზაციის ექსპონატები. დავით ლორთქიფანიძემ და ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილეს მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და პერსპექტივის შესახებ“,-განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. ცნობისთვის, მუზეუმის შენობა 1907 წელს ედმუნდ ფრიკის მიერ არის აშენებული. 1977 წლიდან ამ შენობაში მუზეუმი განთავსდა. 2010 წლიდან შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)