16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 15:25:54, 529 ნახვა

სამართალი
გამოსახლების საქმეების წარმოების პროცესის მხოლოდ ერთი კომპონენტი, სახლიდან იძულებით გამოყვანა, შეჩერებულია

მსოფლიოსა და საქართველოში არსებული პანდემიური ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შეჩერებულია გამოსახლების საქმეების წარმოების პროცესის მხოლოდ ერთი კომპონენტი -  სახლიდან  იძულებით გამოყვანა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ბიურომ განუცხადა.

„რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოსახლების საქმეების წარმოება ჩვეულებრივ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, 2020 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული იყო სახლიდან იძულებით გამოყვანის პროცესი, აღსრულების პოლიციამ გამოსახლების კატეგორიის 37 საქმე დაასრულა მორიგებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსრულების ბიურო ხელმძღვანელობს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით და დავების გადაჭრისას, ორიენტირებულია მათ მორიგებაზე და არა - იძულების ღონისძიებებზე.

იმ  შემთხვევებში კი, სადაც მხრეებს შორის მორიგების მიღწევის შესაძლებლობები სრულადაა ამოწურული, აღსრულების ეროვნული ბიურო იძულების ღონისძიებების განხორციელებას  განაახლებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics