|
2015-10-05 17:54:15, 396 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი პარლამენტთან დაკავებულებზე: პატიმრობის შეფარდება რაღაც მეც არ მომწონს
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, 2 ოქტომბერს პარლამენტთან დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდების მომხრე არაა. თუმცა, ვოლსკიმ სასამართლოზე ზეწოლა და პოლიტიკური გადაწყვეტილება კატეგორიულად გამორიცხა. როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აგრესიული ადამიანები სამსახურში მიმავალ დეპუტატს თავს არ უნდა ესხმოდნენ. "უსიამოვნო ფაქტი მოხდა, დეპუტატები მოდიოდნენ და არ უშვებდნენ, ხელს კრავდნენ და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რასაკვირველია, პატიმრობა რაღაც არ მომწონს მეც. სამართალდამცავების ფუნქციაში ჩარევაც არ ხელმეწიფება. პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოზე ზეწოლა- ეს არის სისულელე. ან განგებ ძაბავენ სიტუაციას, ან სურთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რა შუაშია ზეწოლა და რა შუაშია პოლიტიკური გადაწყვეტილება?! ვის უნდა მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სპეკულაცია. რაც შეეხება პატიმრობას, მართალი გითხრათ, მე არ ვარ ამის მომხრე. არც იმის მომხრე ვარ, რომ ასე გამწარებული, აგრესიული ხალხი ესხმოდეს დეპუტატს, რომელიც მიდის სამსახურში", - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა 2 ოქტომბერს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ დღეს მათ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)