|
2021-02-08 11:59:56, 1003 ნახვა
რეგიონი
ინოვაციური პროექტი - კარვების ქალაქი „Heaven In The Mountains Of Keda“ „ქედა ლიდერის“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
მორიგი სასიამოვნო სიახლე ინოვაციური პროექტი - კარვების ქალაქი “Heaven In The Mountains Of Keda” ევროკავშირის პროგრამის ENPARD ფარგლებში, ,,ქედა ლიდერის" მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტი ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვაში კარვების ქალაქის მოწყობას (ჯამში, 40 კარავი), რომელსაც ექნება შემდეგი ტიპის სერვისები: მოეწყობა თანამედროვე ტიპის სამზარეულო; ადაპტირებული სველი წერტილები; კინოთეატრი - ღია სივრცე; შეხვედრების სივრცე - სადაც კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა დაგეგმონ აქტუალური თემების განხილვა ან შეხვედრების ორგანიზება. ვიდეო - კონტროლით უზრუნველყოფილი პარკინგი; საბავშვო კუთხე; საპიკნიკე ადგილი; უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტით; მოგზაურობა მთებში - არსებულ ტერიტორიას გააჩნია სამანქანო და საფეხმავლო გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ჰაიკინგით დაინტერესებული პირებისთვის მოეწყოს ტური; კარვების ქალაქში ელექტრო ენერგიის მიწოდება მოხდება მზის ბატარიის საშუალებით, რომელიც ენერგო - ეფექტურია. პროექტის ფარგლებში მოხდება სპეციალური ორხიდიანი ავტომობილის შეძენა. პროექტის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაცია, რომელიც იქნება თანამედროვე ტიპის, გართობისა და დასვენების ობიექტი, ყველა საჭირო ინვენტარით და სერვისით. მოეწყოს ბუნებაში შეხვედრების და განთავსების სივრცე, რომელიც იქნება ეკოლოგიურად მშვიდ და სუფთა გარემოში. პროექტის ამოცანებია: ქედის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნა; ეკო და სამთო ტურიზმის განვითარება. პროექტის სრული ბიუჯეტია 109 435 ლარი. პროექტის მენეჯერია შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი"-ს დირექტორი რაულ ცინცაძე.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)