|
2015-10-05 14:12:21, 660 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ცოტნე ყავლაშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, PEMPAL-ი სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეთა ქსელს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. თბილისში შეხვედრის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ფინანსების ელექტრონულ მართვაში საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა. სემინარის მონაწილეებში დიდ ინტერესს იწვევს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა PFMS. PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სისტემის ფუნქციონირების პრინციპებსა და მის შემადგენელ კომპონენტებში ბოლო წლებში განხორციელებულ სიახლეებზე, ინტეგრაციაზე სხვა სახელმწიფო სისტემებთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკაზე, აგრეთვე, საქართველოში გადასახადის ერთიანი შემოსულობის სახაზინო კოდის დანერგვის პროექტზე. სემინარი მონაწილეებს ასევე საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და ელექტრონული სისტემების უსაფრთხოების კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოცდილება. შეხვედრას 11 ქვეყნის 42 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, ხაზინის უფროსის მოადგილეები: ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან; მსოფლიო ბანკის ექსპერტები: ვაშინგტონიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და ავსტრალიიდან. ასევე ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან, ჯემ დენერი და ელენა ნიკულინა. ღონისძიებაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ვფიქრობ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით. ამ კუთხით, საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS) ძირითადი ხაზინის მოდულები (Core-treasury) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს კარგად განვითარებული რგოლია. გასულ წელს ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები საბიუჯეტო კანონმდებლობაში, რომლის მიზანიც იყო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების, ასევე სსიპ-ებისა და ააიპ-ების ბიუჯეტების მოქცევა საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაში“.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)