16:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-07 21:42:22, 549 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი,როგორც გროსმაისტერი,გადაწყვეტილების მიღებამდე ათზე მეტ სვლას წინასწარ თვლიდა

„ბიძინა ივანიშვილი, როგორც გროსმაისტერი,  გადაწყვეტილების მიღებამდე ათზე მეტ სვლას წინასწარ თვლიდა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ინტელექტუალური რესურსი გააჩნდა.

„ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი, რაც უკავშირდება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომლითაც გამოირჩეოდა.

3-მილიარდიან ქველმოქმედებაზეა საუბარი და ეს, ბუნებრივია, ითარგმნებოდა მათ შორის, საბოლოო ჯამში პოლიტიკურ კაპიტალში.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი იყო 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი და ეს ნიშნავს განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს.

ამასთან ერთად ყველაზე მთავარი იყო მისი ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც ის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში.

ერთხელ პოსტი მივუძღვენი ამ ყველაფერს და კიდევ გავიმეორებ, რომ ის პოლიტიკაში მოქმედებდა, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics