16:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 23:18:33, 696 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელიას განცხადებით, 20 ივნისის განცხადება ნამდვილად იყო მოწოდება

ნიკა მელიას განცხადებით, 20 ივნისის განცხადება ნამდვილად იყო მოწოდება.

ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის ეზოში შესვლას და არა შენობაში.

„მე ვთქვი პარლამენტის ეზოში და არა პარლამენტში და კი, ეს ნამდვილად იყო მოწოდება. ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და გეტყვით რატომ.

ბაქოში მყოფმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და ამიტომ, ეს განცხადება გაკეთდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო.

20 ივნისის მოვლენებზე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან გავრილოვის ღამე გრძელდება და ამ ღამის ერთ-ერთი შემოქმედი ისევ არის პარლამენტის წევრი.

ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა იმ სავარძელში და სხდომა წაიყვანა რუსულად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics