|
2015-10-04 18:58:42, 698 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი შვილებთან ერთად რთველში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა, შვილებთან ერთად, კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა, ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, კომპანია „ხარებას” ვენახებში დაკრიფეს. პრემიერი ასევე კახელ მევენახეებს ესაუბრა და რთველის შესახებ მათი მოსაზრება მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. „მთავრობა, უკვე მესამე წელია, ერთსა და იმავე სუბსიდიას გასცემს - თეთრ ყურძენზე - 35 თეთრის, ხოლო საფერავზე - 15 თეთრის ოდენობით. ჩვენი მთავრობის პირობებში, ყურძენს ფასი დაედო, 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რადგან გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა. თუნდაც ამ ვითარებაში, მათ 100%-იანი მოგებით შეუძლიათ, გაყიდონ ყურძენი. მოსავალი გაორმაგებულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 300 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში“, - განაცხადა პრემიერმა მევენახეებთან საუბრისას.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)