|
2021-02-02 15:25:51, 567 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია - თეა წულუკიანი უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია
„თეა წულუკიანი უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია“, - ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა გვარამია თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში მისი ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. როგორც გვარამია აღნიშნავს, თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელმაც სკოლა რომ დაამთავრდა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა. „მას შემდეგ რაც ნომერი გამოაცხადეს იმის მერე ალბათ 200-ზე მეტი ზარი შემოვიდა, ცხადია, არ ვპასუხობ. წულუკიანი გულის გასახეთქად ვიტყვი, რომ შემოდის მესიჯები, მასზე კარგის არ მთქმელი და ჩემი მხარდამჭერი. მესიჯებით მოწერა ეშინიათ ეტყობა, მუქარაზე ეგრევე ვუჩივლებ. არ დავინდობ არავითარ შემთხვევაში და გავყვები ხელისუფლება რომ შეიცვლება, გავყვები ციხემდე, ვინც აპირებს რომ მუქარებით რეკოს და მესიჯები წეროს. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრდა მამამ ნაჯახი ჯალათის ნაჯახი აჩუქა. ესაა წულუკიანი ჩემს წარმოსახვაში, თან სულელი, უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი, დაარღვია ყველაფერი რაც შეიძლება. პოლიტიკური დევნილიდან ყველანაირ დევნილად მაქცია. მე ამ ქვეყანაში დევნილი ვარ, რამე უფლება მაქვს საერთოდ? ჩემი ცოლიც კი წულუკიანის განსასჯელი გახდა, რაც უნდა ის ქნას. მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ბევრად ლამაზი“, - განაცხადა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)