|
2015-10-03 14:50:53, 589 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირები მთავრობისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მინიმალური ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
საქართველოს პროფკავშირები მთავრობისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მინიმალური ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. თბილისში, პარლამენტის შენობასთან პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციაში 300-მდე პირი მონაწილეობდა. მათ მთავარ მოთხოვნას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მინიმალური ანაზღაურების გაზრდა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეებს ტრასფარანტები ჰქონდათ გამოტანილი - „ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია“, „შეცვალე მინიმალური ხელფასი“, „დასრულდეს კორპორატიული სიხარბე“. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ეთერ მათურელმა განუცხადა, აუცილებელია მოხდეს შრომის ინსპექციის გადახედვა და რაც მთავარია, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება. „ამ დღით ჩვენ ვუერთდებით მსოფლიო პროფკავშირულ მოძრაობას, გამოძახილს და ერთიანად ვატარებთ კვირეულს 3 ოქტომრიდან 7 ოქტომბვრის ჩათვლით. ყურადღებას ვამახვილებთ შრომის პირობებზე, შრომის ინსპექციის, მინიმალური ხელფასის გაზრდის აუცილებლობაზე და რაც მთავარია ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე “, - აღნიშნა ეთერ მათურელმა. აქციამ ინციდენტების გარეშე დასრულდა. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი უზრუნველყოფდა.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)