|
2015-10-03 13:29:34, 543 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გილგა აგულაშვილმა „შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ - ფარგლებში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქიმ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, „მოლაშქრეთა ფედერაციის“, თბილისის სახელმწიფო და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავების აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. „შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც შვედეთის საელჩოსთან ერთად, არსამთავრობო ორგანიზაციების - ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)