17:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 18:11:08, 879 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი - ევროპული სასამართოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლზე გავლენას იქონიებს

„ევროპული სასამართოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლზე გავლენას იქონიებს“, - ამის შესახებ ომბუდსმენი განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადგილი ქონდა ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას.

„აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურატურის ოფისი 2016 წლიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.

მიგვაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებს აღნიშნულ პროცესზე, განსაკუთრებით კი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ნაწილში.

ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადგილი ქონდა ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას და აღნიშნულზე პასუხისმგებელ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია ცნო.

ქართველ სამხედრო ტყვეთა წამების გამო დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირთა გამოვლენა და მათთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics