|
2015-10-02 18:22:41, 552 ნახვა
პოლიტიკა
31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა
საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული არიან: № 8 ირმა ინაშვილი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ № 41 თამარ ხიდაშელი - ბლოკი „ქართული ოცნება“ № 42 ზურაბ ჯორბენაძე - საინიციატივო ჯგუფი № 43 მიხეილ ანდღულაძე - საინიციატივო ჯგუფი № 44 გიორგი დავითაია - საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №65 მარტვილის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული არიან: № 8 ეთერ მეძველია - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ № 41 სოსო დანელია - ბლოკი „ქართული ოცნება“ № 42 აკაკი ახალაია - საინიციატივო ჯგუფი საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება ჩაილურის (№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი) დიდი დმანისის (№24 დმანისის საარჩევნო ოლქი), ზედა ვანის (№53 ვანის საარჩევნო ოლქი) და გურიფულის (№66 ხობის საარჩევნო ოლქი) თემებში. ჩაილურის თემში რეგისტრირებული კანდიდატები: № 7 მანანა ასანიშვილი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ № 8 ამირან საგინაშვილი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ № 41 ზაზა ჩიხლაძე - ბლოკი „ქართული ოცნება“ № 45 მალხაზ გრძელიშვილი - საინიციატივო ჯგუფი დიდი დმანისის თემში რეგისტრირებული კანდიდატი: № 41 მზია ნინიაშვილი - ბლოკი „ქართული ოცნება“ ზედა ვანის თემში რეგისტრირებული კანდიდატები: № 41 რაული ძაგნიძე - ბლოკი „ქართული ოცნება“ № 42 თამაზ სანადირაძე - საინიციატივო ჯგუფი № 43 კონსტანტინე გურგენიძე - საინიციატივო ჯგუფი გურიფულის თემში რეგისტრირებული კანდიდატები: № 8 ტარიელ ზარანდია - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ № 41 მელორი გელანტია - ბლოკი „ქართული ოცნება“ მედია და სადამკვირვებელო ორგანიზაციების რეგისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 3 საერთაშორისო და 12 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეგისტრაციისთვის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ 24 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ადგილობრივმა ორგანიზაციებმა - არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ცესკოში ერთმა მედია ორგანიზაციამ გაიარა აკრედიტაცია; მედია წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის ადმინისტრაციას, 28 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს მზადებას 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის; უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა 94 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებმაც პირველი სხდომები 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს ჩაატარეს და აირჩიეს თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)