|
2021-01-24 12:57:03, 3970 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. მისივე მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 56 ქვეყანაში აღირიცხა და საშუალოდ დღეში დაახლოებით 3,21 მილიონი დოზა იყო. მხოლოდ აშშ-ში, სადაც ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო, აცრილთა რაოდენობა 21.1 მილიონს აღწევს - მედიკოსთა დიდმა ნაწილმა პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღო. ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ში დღეში საშუალოდ 1,06 მილიონი დოზა გამოიყენებოდა. რაც შეეხება ვაქცინაციის სისწრაფეს (ყოველ 100 მოსახლეზე გაანგარიშებით), ამ მხრივ კვლავ ისრაელი ლიდერობს, სადაც, 23 იანვრის მონაცემებით, აცრილთა რიცხვი 3.4 მილიონია. მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ბაჰრეინი, გაერთიანებული სამეფო და აშშ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა, 71 მილიონი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)