|
2021-01-22 14:28:35, 618 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - პანდემია არ დასრულებულა და მოლოდინი, რომ ყველაფერი აღდგება, ჯერ არ უნდა გვქონდეს
ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინსიტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ჯერჯერობით არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ყველაფერი დაუბრუნდება 2019-2018 წლის რეჟიმს. „ჩვენ არც გვქნოდა ამის მოლოდინი და არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ელი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდებოდა, ეს შეუძლებელია, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ყველა ამაზე საუბრობს, რომ პანდემიის დამარცხება ცალკე აღებულ ქვეყანაში შეუძლებელია, ეს არის მთელი მსოფლიოს მიერ კონსოლიდირებული ძალისხმევის შედეგი. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2019-2018 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ პირევლი ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, თუკი გვექნა უფრო მისაღები დადებითობის მაჩვენებლი, ვიწყებთ იმით, რომ აღდგება ფრენები, ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა ავიახომალდებით აივსება, ამასაც თავისი გარკვული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გააკეთონ თავისი ბიზნეს გეგმა", - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)