|
2015-10-02 13:17:15, 413 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: პრემიერის უნიათო გამოსვლას ვერ შევაფასებ
„საერთოდ არ მიმაჩნია სწორად მისი უნიათო გამოსვლა შევაფასო, ეს უნიათობა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე ჩანს“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე. მაჭავარიანის შეფასებით, პრემიერი უნიათობის განსახიერებაა და „გაგებაში არ არის“ ქვეყანაში რა ხდება. „საერთოდ არ მიმაჩნია სწორად, რომ გაეროში პრემიერის უნიათო გამოსვლა შევაფასო. ჩემი შეფასებით პრემიერი არის უნიათო. მისი უნიათობა ჩანს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. საერთოდ როგორ შეიძლება ამ ადამიანთან დაკავშირებული რამე შევაფასო? სამი წელია ქვეყანა უკან მიდის. რა გაეროში გამოსვლა? ის უნიათობის განსახიერებაა და გაგებაში არ არის ქვეყანაში რა ხდება. ღარიბაშვილი ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს. მან როგორც კი თქვა, რომ ქვეყანაში წინ მიდის საქმე და 90 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა მთავრობამ, ჩემთვის აქ დამთავრდა მისი უნიათო გამოსვლის შეფასება“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. ამასთან, მაჭავარიანმა ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი სამარცხვინოდ დაიწყო. „სამარცხვინოდ დაიწყო ეს ვიზიტი. პრემიერმა და პრეზიდენტმა ვერ გაიყვეს, ასევე პრემიერი სამარცხვინოდ იქცევა როდესაც ელჩი არ გაუშვა ვაშინგტონში იმიტომ რომ იქაც ხომ საქართველოს საქმე კეთდება ხომ?“, - განაცხადა მიხელ მაჭავარიანმა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)