|
2015-10-02 11:53:01, 454 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე ცოლის ძმას თანამდებობის დატოვებას ურჩევს
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თავის ცოლის ძმას, თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი არეშიძეს, თანამდებობის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ კალაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა. კალაძის მტკიცებით, გიორგი არეშიძის თანამდებობაზე დანიშვნაში მას მონაწილეობა არ მიუღია. "ეს მიზანმიმართული კამპანიაა კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ და არა გიორგი არეშიძის წინააღმდეგ, რადგან ამ წლების განმავლობაში ვერაფერი ვერ მომინახეს ისეთი, რომ რაღაც აეგორებინათ. იყო საუბარი, თითქოს რაღაც ბიზნესებს ვფლობდი, თუმცა, კონკრეტული ბიზნესი, რომელიც მე გამაჩნია, ეს ღიად მაქვს დაფიქსირებული, ამის შესახებ ყველამ იცის. არავისთვის არაფერი წამირთმევია, არავის ბიზნესში არ ჩავხტომივარ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ისევ ჩემს წინააღმდეგ აგორებული პიარ-კამპანია. უბრალოდ, მე გიორგის, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. მე არანაირი მონაწილეობა მის დანიშვნაში არ მიმიღია, ამის უფლება არ მქონია. ამ რჩევას ვაძლევ, როგორც მეგობარს. რას ვიზამთ, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის", - განაცხადა კახი კალაძემ.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)