|
2015-10-02 11:30:27, 633 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა
***საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება. ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. Aიუბილისადმი მიძღვნილი 2015 წლის 2 ოქტომბერს სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასში” პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 4 ოქტომბერს საკონცერტო დარბაზ „არტ-ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება ჩატარდება. *** 2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი `ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების~ (IთF, Eთ) წევრი ორგანიზაციაა. Aამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრებიან, სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. ***2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი – იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი. *** 4 ოქტომბერს კი გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მოხდება პროფესიული კავშირის წევრების დაჯილდოება. 4 ნომინანტს მიენიჭება – კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება; 23 ნომინანტი კი დაჯილდოვდება კავშირის სახელობის საპატიო სიგელით. სიტყვით წარსდგებიან, როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები. ***პრესკონფერენცია გაიმართება 2015 წლის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასი” – ში. მისამართი: ორთაჭალა, 1 - ელი ხეივნის ქუჩა, 12/13; (შსს – ის მოპირდაპირედ) ხოლო საზეიმო ღონისძიება ჩატარდება 4 ოქტომბერს – საკონცერტო დარბაზში “არტ ჰოლი”. – 14:00 საათზე.
*** საკონტაქტო ინფორმაცია - 577 99 77 22 ლელა ციხისელი
(R)
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)