|
2021-01-17 13:10:06, 1436 ნახვა
სამხედრო
JTEC-ში ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ამავე ცენტრის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდს მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედალი „ღირსეული პარტნიორი” გადასცა. ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ ლუნდი JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებდა. მაიკლ ლუნდს JTEC-ის ჩამოყალიბებასა და განვითარების ყველა ეტაპში აქვს მონაწილეობა მიღებული. დანიელი ვიცე-პოლკოვნიკი აქტიურად მონაწილეობდა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვასა და აღსრულებაში. JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)