18:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-16 19:26:50, 915 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - საქართველო, მის მსგავსს ქვეყნებში, იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღებს ვაქცინას

„საქართველო, მის მსგავსს ქვეყნებში, იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღებს ვაქცინას“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინა არაუგვიანეს მარტის ბოლოს შემოვა.

„იმ პატივისცემისა და ანგარიშგაწევის გამო, რასაც მსოფლიო ინსტიტუციები საქართველოს უწევენ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მის მსგავს ქვეყნებს შორის, რომელიც მიიღებს ვაქცინას.

ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას, სახელდება რამდენიმე ათეული ათასიდან ასი ათასამდე დოზა.

ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არაუგვიანეს პირველი კვარტლის ბოლოს, ანუ არაუგვიანეს მარტის ბოლოს.

ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა – ასეული ათასი, ნახევარი მილიონი ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება სავარაუდოდ „ასტრაზენეკა“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „ასტრაზენეკა“ საქართველოსთვის ოპტიმალურია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics